მე, {იურიდიული დასახელება} -ს წარმომადგენელი {სახელი}, გრაფის - გავეცანი და ვეთანხმები, მონიშვნით ვადასტურებ, რომ გავეცანი შპს „კაპიტალ ექსპრესის“ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას -
(კონფიდენციალურობის პოლიტიკა) - მივიღე ინფორმაცია საკუთარი უფლებების და დამუშავების ოპერაციების შესახებ და ვეთანხმები, რომ კომპანიამ ამავე პოლიტიკის შესაბამისად, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის მიმწოდებლის შესახებ.
კერძოდ, შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, პირადობის მოწმობის ასლი, საკონტაქტო ინფორმაცია, საკრედიტო ინფორმაცია, ასევე ჩემი დასაქმების, პროფესიის, სოციალური სტატუსის, ფინანსებთან დაკავშირებული, შემოსავლების, გადახდისუნარიანობის, ტრანზაქციების, ფინანსური ვალდებულებების შესახებ და სხვა კანონმდებლობით გათვალისიწინებული ინფორმაცია, შემდეგი მიზნებით: ჩემი განცხადებების განხილვა, ჩემთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, სესხის დამტკიცებაზე გადაწყვეტილების მიღება, ჩემი გადახდისუნარიანობის ანალიზი, კომპანიის ძირითადი საქმიანობის ეფექტიანი შესრულება, კომპანიის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. დამუშავება მოიცავს: მონაცემების შეგროვებას, მოპოვებას, აღრიცხვას, გადამოწმებას, შენახვას, გამჟღავნებას, გამოყენებას, წაშლა/განადგურებას და ყველა სხვა დამუშავების კანონიერი მიზნისთვის საჭირო, აუცილებელ ქმედებას.
ასევე ვეთანხმები, რომ კომპანიამ პოლიტიკის შესაბამისად, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავოს (სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნა ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით) ჩემი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).
ამასთან, მივიღე ინფორმაცია, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა არ არის სავალდებულო ხასიათის. ამასთან, მაქვს უფლება ნებისმიერ დროს მოვითხოვო პირდაპირი მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს ამ მოთხოვნის რეალიზებას სრულიად უფასოდ, იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდება.